Saturday, December 15, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: დავით კლდიაშვილის შემოქმედება და ცხოვრების გზა.



პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის პირად ცხოვრებას და შემოქმედებას.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ დავით კლდიაშვილის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, მის სამხედრო კარიერაზე.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების და ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები.

მონაწილეთა ასაკი: 14-15  წელი.

ვადები /ხანგრძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ   ფოტოკოლაჟს მწერლის ნაწარმოებებზე შექმნილი ფილმებიდან და  სპექტაკლებიდან, მოიძიებენ მასალას კედლის გაზეთისათვის , გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დავით კლდიაშვილის მოთხრობები, პიესები, ფოტო აპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი. საძიებო მასალა  www.google.ge

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები);

აქტივობა I. საპროექტო თემის შერჩევა კლასში, მოსწავლეებთან ერთად. მოსწავლეები თანხმდებიან, რომ ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში დაეხმარებათ მწერლის შემოქმედების  შესწავლაში.



აქტივობა II. კლასის ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა. კერძოდ, ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია მწერლის ცხოვრებაზე, სამხედრო კარიერაზე.

აქტივობა III. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფში, მოძიებულ მასალას აცნობენ ერთმანეთს და ალაგებენ ქრონოლოგიურად.



აქტივობა IV. სახლ-მუზეუმში ჩასულები ეცნობიან ყოველ დეტალს , სამუზეუმო ექსპონატს, პირად ნივთებს.

აქტივობა V.გაკვეთილზე დაბრუნებულები მსჯელობენ ექსკურსიით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, აწყობენ ელ. პრეზენტაციას, იმართება ლიტ . საღამო.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურასა და ისტ-ის ტექნოლოგიებში  :
ლიტერატურაში : უვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს; წერა, კითხვა , საუბარი , მოსმენა.
ისტ-ის ტექნოლოგიებში: ინტერნეტში მასალის მოძიებას, ელ. პრეზენტაციისთვის საჭირო სურათების მოძიებას და მის გალერეაში ატვირთვას.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლანა შუბლაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: shubladzelana@gmail.com

პროექტის ვებ -გვერდი/ბლოგი: shubladzelana.blogspot.com.